top of page

Became Our Franchiser
with 5 Steps


გახდი ჩვენი
ფრანჩაიზორი
5 ნაბიჯით

Franchise Offer.png

ფრანჩაიზის შესახებ

"კოფისტა" გახლავთ პირველი კლასიკური "ქოფიშოფების" ქსელი რომელმაც ქ.თბილისში 2015 წელს დაიწყო ოპერირება, დღეს ბრენდი ბაზარზე წარმოდგენილია 7 საკუთარი და 1 ფრანჩაიზით გახსნილი ობიექტით. ფრანჩაიზით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გახსნათ საკუთარი "ქოფიშოფი" კოფისტას ბრენდის ქვეშ რაც წარმატებული ოპერირების საწინდარი იქნება.

5 ნაბიჯი ობიექტის გასახსნელად

Cup of Coffee

განაცხადის შევსება

კომუნიკაციის სწორი ფორმით დასაწყებად აუცილებელია მოხდეს პირველადი ინფრომაციის კომპანიისთვის მოწოდება.

Coffee Machine

ხელშეკრულება

მას შემდეგ რაც შეთანხმდება ყველა საკითხი ფორმდება ფრენჩაიზის ხელშეკრულება მინიმუმ 5 წლის ვადით.

ინვესტირების დაწყება

 ინვესტირება ხდება ფართის რემონტში, ავეჯში და პროფესიონალურ ტექნიკაში, ასევე მარკეტინგულ და სხვა მასალებში.

საშუალოდ საინვესტიცო თანხა შეადგენს  50 000 ევროს.

Coffee Drip

მოსამზადებელი პერიოდი

მოსამზადებელ სამუშაოებში, შედის როგორც ობიექტის ტექნიკური და ოპერაციული გამართვა ასევე გუნდის დაკომპლექტება და ტრეინინგი. მაქსიმალური ვადა 60 დღე

Barista Making Coffee

ობიექტის გახსნა

ყველა პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება ობიექტის სატესტო რეჟიმში გახსნა, ხოლო ერთ კვირაში მისი ოფიციალური პრეზენტაცია დიდი ივენთით.

ფრენჩაიზის ფინანსური დეტალები

საინვესტიციო თანხა 50 000 ევროს ფარგლებში, რომელიც მოიცავს სარემონტო სამუშაოებს, ავეჯს, ობიექტის დაბრენდვას, პროფესიონალურ ტექნიკას და პირველად ნედლეულის შესყიდვებს.

ფრენჩაიზში პირველადი შენატანი შეადგენს 2000 ევროს ექვივალენტს ლარში, რომელიც უკავშირდება მოსამზადებელი პერიოდში გაწეულ დახმარებას და გამცემი კომპანიის დანახარჯებს.

ყოველთვიური "როიალთი" რომელიც წარმოადგენს ბრენდით და სისტემით სარგებლობის ძირითად ღირებულებას შეადგენს ყოველთვიური გაყიდვების 5%-ს.

ყოველთვიური მარკეტინგული და მონიტორინგის სერვისის გადასახადი შეადგენს 200 ევროს + დღგს ექვივალენთს ლარში.

რა უპირატესობები აქვს კოფისტას ფრანჩაიზს?

1. კოფისტას გუნდი გეხმარებათ სწორი ლოკაციის შერჩევაში რაც წარმატებული პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი საწინდარია. დახმარება მოიცავს საკონსულტაციო დახმარებას.
2. კოფისტასტასგან გადმოგეცემათ ბრენდ-ბუქი მათ შორის დიზაინის ნაწილში, რომელიც მაქსიმალურად გაამარტივებს და გასაგებს გახდის სარემონტო სამუშაობეს.
3. კოფისტას გუნდის შესაბამისი წევრები გაგიწევენ დახმარებას საოპერაციო და სურსათის უვნებლობის კუთხით ობიექტის სწორ დაგეგმარებაში, მათ შორის იგულისხმება ობიექტის ტექნიკურ დაგეგმარებაში აქტიური ჩართულობა.
4. კოფისტას გუნდის მიერ მოხდება ეიჩარული კონსულტაცია გუნდის აყვანის მიზნით. ასევე კოფისტას შესაბამისი თანამშრომლები დაატრეინინგებენ ფრენჩაიზორის გუნდის წევრებს.
5. კოფისტა განახორციელებს ფრენჩაიზორის სრულ საოპერაციო დახმარებას, როგორც პროდუქციის მომწოდებლების ასევე სერვისის და ტექნიკური გადაწყვეტილებების პროვაიდერების კუთხით.
6. ფრენჩაიზორი ისარგებლებს ყველა იმ შეღავათით რომლითაც კოფისტა სარგებლობს სხვადასვა კონტრაგენტთან.
7. მოხდება აუცილებელი ტექნიკის და სხვა ინვენტარის შეძენაში დახმარება და რეკომენდაციები.
8. ყავით, ცხელი შოკოლადით და სხვა ძირითადი ნედლეულით და ბრენდირებული მასალებით მომარაგება.
9. მონიტორინგის კერძოდ ვიდოეკამერების და მათი ანალიტიკის აუთსორსი.
10. სოც მედიაში ყოველთვური პოსტების ლოკაციაზე.
11. ყოველთვიური გეგემიური და მოულოდნელი შემოწმება და ხარისხის კონტროლი.
12. ყოველთვიური კონსულტაცია შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

 

bottom of page